Tuesday, July 24, 2018

IX დღე

დღევანდელი დღე განსაკუთრებული იყო,თითქოს თვალის დახამხამებაში გაიარა დრომ. ვფიქრობ, ინტელის სასწავლო კურსი ნაყოფიერი, საინტერესო, აუცილებელი და გამოყენებადი ტრენინგი იყო მასწავლებლებისთვის.მეცხრე დღე დაიწყო საინტერესოდ. განვიხილეთ შემდეგი საკითხები: 
  • ტრენინგის დასაწყისში თავი მოვუყარეთ მთელ გავლილ მასალას, გადავხედეთ პროექტის პორტფოლიოს და შევიტანეთ ცვლილებები, შევავსეთ, დავასრულეთ. 
  • მზა საქაღალდე(პორტფოლიო) ავტვირთეთ ჯერ ფოსტის დრაივში, შემდეგ მივაბით ბლოგზე. თუმცა, ვფიქრობ, რომ ბევრი რამე დასახვეწი მაქვს და სახლში გავაგრძელებ. 
  • ტრენინგის მონაწილეებმა გავაკეთეთ მოკლე პრეზენტაციები ჩვენი პროექტის შესახებ, მივეცით მეგობრული რჩევები ერთმანეთს, რომლებსაც, ალბათ, გავითვალისწინებთ თითოეული ჩვენგანი. 
  • შევაჯამეთ პროექტი, გავაკეთეთ პროექტის რეფლექსია და ვისაუბრეთ პროექტის მნიშვნელობაზე.ტრენინგზე ნასწავლ მასალას აუცილებლად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში.
კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი პროექტის ხელმძღვანეlლს.

სასწავლო პროეკტის პორტფოლიო

Friday, July 20, 2018

მერვე დღე

განვიხილეთ ისტ სტანდარტი ესგ-სთან. ვისაუბრეთ ფასილიტაციაზე და შევქმენით ფასილიტაციის რესურსები.დავასრულეთ სასწავლო რესურსების შექმნა. მოვახდინეთ პროექტის დასაწყისისათვის გამოკითხვის ჩატარება.

Wednesday, July 18, 2018

VII დღე

დღევანდელი დღე საინტერესო აქტივობებს მოიცავდა. ვისაუბრეთ სწავლის სხვა და სხვა სტილზე . პროექტის გეგმაში შევავსეთ დიფერენცირების ნაწილი.

Monday, July 16, 2018

VI დღე

დღეს დავასრულეთ მუშაობა მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარზე მუშაობა.შევქმენით მოსქავლეზე ორიენტირებული შეფასების სქემა და შეფასების რუბრიკები.

Saturday, July 14, 2018

V დღე

დღევანდელი დღე საინტერესოდ წარიმართა.განვიხილეთ მოსწავლეთა ნიმუშის შექმნა,საავტორო უფლებების და წყაროს ციტირება,ინტერნეტის რესურსების მოძიება,შევქმენით მოსწავლეთა სავარაუდო ნიმუში.

Thursday, July 12, 2018

IV დღე

დღევანდელი დღე საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა.განვიხილეთ შეფასების მეთოდები და შესაბამისი ინსტრუმენტები.შევქმენით წინარე ცოდნის შესაფასებელი საშუალებები,რომლებსაც გამოვიყენებთ პროექტის სზვადასხვა ეტაპზე.

Tuesday, July 10, 2018

III დღე

დღევანდელი დღე იყო ძალიან მნიშვნელოვანი. პროექტს შევუსაბამეთ მოსწავლეზე ორიენტირებული  მიზნები, შევიმუშავეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები.ჩამოვაყალიბეთ შესაბამისი აქტივობები.მადლობა!

Saturday, July 7, 2018

II დღე

გავეცანით როგორ მოვამზადოთ პუბლიკაცია პროექტების სწავლების თემაზე. ჩამოვტვირთეთ და დავათვალიერეთ ნიმუშები და შევქმენით ბუკლეტი ჩვენი პროექტის თემაზე.

I დღე

გავეცანით ტრენერს, ერთმანეთს, ინტელის ტრენინგ მოდულებს, ვნახეთ ინტელის ელექტრონული სწავლების ვიუერი,პორტფოლიოს ჩეკლისტი,  ბუკლეტების შაბლონი, გვქონდა დისკუსია პროექტების სწავლების შესახებ და შევქმენით ბლოგი.

IX დღე

დღევანდელი დღე განსაკუთრებული იყო,თითქოს თვალის დახამხამებაში გაიარა დრომ. ვფიქრობ, ინტელის სასწავლო კურსი ნაყოფიერი, საინტერესო, აუცილებელ...